“მე არ ვიცნობ უგულავას საქმის დეტალებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უგულავას აუცილებლად დააკავებენ, საქმე საკმაოდ დიდ თანხებს და მძიმე ბრალდებებს ეხება. ეს არის ახალი პრემიერის და მთავარი პროკურის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის პროცესში”.
ბაღათურია ამბობს, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და სამართლიანობა შერჩევითი არ უნდა იყოს, მაგრამ ის მოუწოდებს ყველას, არ დაემსგავსონ “ნაციონალებს” და უნდა იყოს დაცული როგორც ბრალდებულის, ისე მისი ოჯახის წევრების უფლებები.
“ვერავინ დაამცირებს ოჯახის ღირსებას. ერთია, როცა დანაშაულს სჩადის პიროვნება დე მეორეა -ოჯახი. ოჯახის წევრების უფლებები არ უნდა დაირღვეს, ისევე როგორც არ უნდა დაირღვეს ბრალდებულის თუ პატიმრის უფლებები. არ უნდა მოხდეს მათზე არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის არც მერაბიშვილის და არც უგულავასი. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახი წმიდათა წმინდაა”.
“ქართული დასისი” ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრებენ.