თევდორაძის განცხადებით, ოპოზიცის დევნის მეორე ეტაპი დაიწყო და ხელისუფლება ცდილობს ოპონენტებზე პოლიტიკური გავლენა იქონიოს. უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ხუთპუნქტიანი მოთხოვნა მათზე წეზოლის შემაკავებლი ბარიერი უნდა იყოს.
“საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მეორე ეტაპი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დაიწყო. ჩვენი ხუთპუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, სწორედ ერთგვარი შემაკავებელი ბარიერი უნდა იყოს ამ ზეწოლის. ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხებში ნათელის შეტანის მცდელობაა, რომელზეც საზოგადოებას კითხვის ნიშნები გააჩნია. იგივე გიგი უგულავას უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ ვანო მერაბიშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით.
ჩემთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებთანაა დაკავშირებული ამდენი ხანი რატომ გაჭიანურდა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება. იქნებ და ის კადრები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მტკიცებულებაა საერთოდ წაშლილია და გამქრალია კამერებიდან. ამ ხნის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა უმრვალესობის მხრიდან. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის ადამიანები რომელთაც არ აწყობდათ ამ პროცედურების დაწყება, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ წინადადებას”, _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ.