ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“20 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
სამსახურებრივი შემოწმების შედეგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება,” _ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.