განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე, საკრებულოსა და გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურების უფროსები კობა ხაბალაშვილი და ალეკო ბერაძე, გამგებლის მოადგილე ირაკლი სირაძე და მედიის, არასამთავრობო და საზოგადეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“2014 წლის ბიუჯეტის პროექტი გავიტანეთ ჩვენ საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს დეპუტატებმა გამოთქვეს გარკვეული წილი შენიშვნებისა, ეს შენიშვნები გადაეცა წერილობით გამგეობას და დაბრუნებული იქნა ბიუჯეტი და ხელახლა შემოიტანეს ახალი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც კომისიის სხდომაზე იქნა განხილული და ახლა ვაკეთებთ ამ ბიუჯეტის საჯარო განხილვას,” _ განაცხადა ავთანდილ სურგულაძემ.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე როგორც აღნიშნავს, “ეს არის პროცესი, როდესაც გამგეობამ საკრებულოს წარუდგინა ბიუჯეტი განსახილველად, საკრებულომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება”.
“საკრებულოსა და კომისიებში განხილვამდე გამოაქვეყნოს საჯაროდ და მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რა სახის ბიუჯეტი წარმოადგინა გამგეობამ. ეს არის პროცესი, როცა უკვე დაინტერესებულ საზოგადოებას და სხვა ორგანიზაციებს, წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები ამ ბიუჯეტის მიმართ. ეს პროცესი ჩვენც დავიწყეთ, ჩვენმა ორგანიზაციამ წარადგინა ე.წ. საბიუჯეტო ინიციატივა, რომელიც ეხება ქალაქ ოზურგეთში ბინათ მესაკუთრე და ამხანაგებობის თანადაფინასების პროგრამის ჩართულობაზე, რომელიც შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ სპეციალური დადგენილების პროექტი, სადაც ასახულია, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი და მოვითხოვეთ ამ ბიუჯეტში ასახულიყო თანხა, ამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების თაობაზე. ეს ინიციატივა გათვალისწინებული იქნა თავად გამგეობის მიერ და ახლა უკვე საკრებულოში მიმდინარეობს მისი განხილვა.
რაც შეეხება შენიშვნებს, დღეს მიმდინარეობს დეტალური გაცნობა ბიუჯეტის და შესაბამისად, ხვალ ჩვენი ორგანიზაცია დამატებით შენიშვნებს მიაწვდის საკრებულოს,” _ თქვა “გურია ნიუსთან” ლევან ხინთიბიძემ.