“2013 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9681 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია;
აქედან ექსპორტი 2618 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7064 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 4446 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა,” _ ნათქვამია განცხადებაში.