“საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. პირველ რიგში იმიტომ, რომ რამაც ამ განცხადებამდე მიიყვანა აღნიშნული პირები, საერთოდ ჩვენი ქვეყანა, იმაზეა ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. რა თქმა უნდა, ქალაქის მერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც ბრალდებულები არიან კონკრეტულ საქმეებში, ეს უკვე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია. ამასობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა ორგანომ, დაწესებულებამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორად გადაწყდეს ეს საკითხები. ამიტომ, თითოეული ამ მიმართულებით, მოუთმენლად ველით სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებებს და საბოლოო დასკვნებს”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved