საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში (ლაგოდეხის სატყეოს 49-ე კვარტლის მე-8 სატაქსაციო უბანი) შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ვალდებულია:
ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი ეს გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, რატი ჯაფარიძერსთან შეთანხმებით მიიღეს.
“ვერაფერ საგანგაშოს ამაში ვერ ვხედავ! მოსახლეობას სჭირდება წყალი, იქ არის რეზერვუარი, ძველი ნაგებობა და იმის შერემონტება მიდის. რა პრობლემაა, ყველაფერი წესების დაცვით მოხდა! ჩვენ მაგაზე მონიტორინგს განვახორციელებთ. საკომპენსაციო ღონისძიებებიც არის გათვალისწინებული. ბუნების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხს წყლის გარეშე ვერ დავტოვებთ. მთავარია, განვითარების და გარემოდაცვითმა ღონისძიებებმა ერთმანეთს არ შეუშალოს ხელი. ერთი მიზნის მიღწევა მეორეს არ უნდა აზიანებდეს. ზუსტად რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ რაც მოიჭრება, იმის კომპენსაცია უნდა მოხდეს”, _ განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ.