“ფარცხალაძის საკითხი უნდა გაირკვეს. უნდა დადგინდეს, არის თუ არა ის ნასამართლევი და ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება”, _ აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
დეპუტატი პროკურატურაში ჟვანიას დაცვის ყოფილი უფოროს კობა ხარშილაძის დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟვანიას საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას, რადგან ამ საკითხზე არცერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირესობა პირველ რიგში უნდა იყოს ჟვანიას საქმის გამოძიებით დაინტერესებული, რადგან ის მათი თანაგუნდელი და მეგობარი იყო.
“ჟვანიას საქმეს ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. უმცირესობა რატომ ღელავს ჟვანიას საქმის გამოძიებაზე?! მათი მეგობარი და მათი თანამებრძოლი იყო და პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული რომ ეს საქმე გაიხსნას” _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.