https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ომბუდსმენის განცხადება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ

7:12; 25.12.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“2013 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა 2013 წლის 21 დეკემბრის საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები – თბილისის მერის გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 21 დეკემბერს 11:42 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შევიდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ხოლო, რამდენიმე წუთში, კერძოდ, 2013 წლის 21 დეკემბერს 11:55 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შევიდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

იმავე დღეს, ანუ 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე მოსამართლემ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და დააკმაყოფილა 2013 წლის 22 დეკემბრის 00:15 საათზე გამოტანილი განჩინებით. სასამართლომ განაცხადა, რომ “ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და წარმოდგენილია პროკურორის მიერ, მაღალი ხარისხით ასაბუთებს ვარაუდს, რომ დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენით ბრალდებული გიორგი უგულავა ხელს შეუშლის გამოძიებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ არის ამოწურული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადა და ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ან თუნდაც მისი ძალაში დატოვების შემთხვევაშიც, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენით ბრალდებული გიორგი უგულავა ხელს შეუშლის გამოძიებას.

 ამავე განჩინების მიხედვით, ბრალდებული გიორგი უგულავა ქალაქ თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადასცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს. ამავე განჩინებიდან ირკვევა, რომ განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორს მ.კ.-ს, ხოლო მიღებისთანავე ამ განჩინების შესრულების შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინების ვალდებულება დაეკისრა თბილისის მერიას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი თანამდებობა (სამუშაო ადგილი), თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთნავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.”

კანონმდებლის მოცემული მოთხოვნა ფორმალური გაგებით იმპერატიული ხასიათის მქონეა და სასამართლოსგან მოითხოვს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ განჩინებაში მიეთითოს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს უნდა გაეგზავნოს. თავის მხრივ, კანონმდებელი ავალდებულებს შესაბამის დაწესებულებას, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და აღსრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.

როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადაეცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების წესს. ამ მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით “აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.”

ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებმაც შესაძლოა აღასრულონ ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინება. კოდექსის 160-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მიხედვით კი, ცხადი ხდება, რომ სასამართლოს განჩინება არ არის საბოლოო აქტი და იგი საჭიროებს შემდგომ, დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან. შესაბამისად, სწორედ სასამართლოა ვალდებული განსაზღვროს მისი მოთხოვნის – ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე – აღსრულების ადრესატი და რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინების მიხედვით სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად იხელმძღვანელა სსსკ-ის 160-ე მუხლითაც და განჩინების დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების ვალდებულება დააკისრა თბილისის მერიას, აუცილებელია იმის განმარტება, რომ თბილისის მერია არ არის უფლებამოსილი ორგანო სასამართლოს მოცემული განჩინების აღსრულებისთვის, ვინაიდან განჩინება გამოტანილია თბილისის მერის მიმართ, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით არის არჩეული. აღნიშნული შეიძლება მივიჩნიოთ კანონის ხარვეზადაც, რამდენადაც იგი არ ითვალისწინებს პირდაპირი არჩევნებით არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევას და ფორმალურად სასამართლოსგან მოითხოვს მსგავსი განჩინების შესაბამის დაწესებულებისთვის, საწარმოსთვის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის აღსასრულებლად გადაცემის ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შაბლონურად მიუთითა, რომ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს და აქვე განჩინების აღსრულების ვალდებულება დააკისრა ქ.თბილისის მერიას.

სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია მართლმსაჯულების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის უზენაესი გარანტი, სწორედ, სასამართლო ხელისუფლებაა. სწორედ, მას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და გულისხმიერება კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს. ამრიგად, სასამართლო ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგეს საქმიანობის განხორციელების დროს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების გამოყენებას, რათა არ შელახოს სასამართლოს იმიჯი შაბლონური, ბუნდოვანი და ორაზროვანი გადაწყვეტილების მიღების გზით.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, ასევე, მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. მით უმეტეს, გაუგებარია, რა გახდა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის 00:15 საათზე განხილვის აუცილებლობის მიზეზი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემყარება მხარეთა თანასწორობისა და წმინდა შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს და მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსამართლემ ნებისმიერი საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს ამ პრინციპით. ამასთან, თითოეული მოსამართლის ვალდებულებაა აამაღლოს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი, რისი უალტერნატივო წინაპირობაცაა სასამართლო ხელისუფლების განხორციელება კანონიერების, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე, 00:15 საათზე განხილვის აუცილებლობა და საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პირდაპირის არჩევნების გზით არჩეული თანამდებობის პირის საქმეზე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მოესმინა პროცესის მონაწილე მხარეებისათვის”, _ აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

გარდაიცვალა ლეგენდარული ავტომატების შემქმნელი

"თუ ფარცხალაძე ბრალდებულის სკამზე სააკაშვილს დასვამს, ხალხი ამ აჟიოტაჟს "გაატარებს"

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო