დღევანდელ პროცესს ყოფილი პრემიერი არ დაესწრება. მან ამის შესახებ სასამრთლოს სპეციალური ოქმით უკვე მიმართა.
დღეს მოწმეები ე.წ. კვარიათის ეპიზოდზე დაიკითხებიან. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარე 9 მოწმეს წარადგენს. მოწმეები იქნებიან შსს-ს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.
სხდომის ბოლო მოწმე აჭარის კუდის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძეა და მისი ჩვენება ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება. პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, პატარიძის ჩვენების დახურვა დაცვის მხარემ ითხოვა.