https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩიტიძის ხელფასები, დანამატები, გრანტები და ხუნდაძის სესხები

5:07; 23.07.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიის გუბერნატორის, საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ამ მუნიციპალიტეტების გამგებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ჩვენს მკითხველს უკვე ვუამბეთ. უმეტეს შემთხვევაში, მაღალჩინოსნები დეკლარაციებში უძრავ და მოძრავ შენაძენებს არ აფიქსირებენ, მაღალი ხელფასების მიუხედავად, ფულს არც საბანკო ანგარიშზე აჩენენ, არც ხელზე აქვთ; აშკარაა, რომ ქონებრივი დეკლარაციები ფორმალობა უფროა, ვიდრე ჩინოსნის ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის რეალური ასახვა.

როგორც ვწერდით, შესაბამის ვებ-გვერდზე, რატომღაც, ვერ მოვიპოვეთ საკრებულოს თავმჯდომარეების დეკლარაციები. როგორც ჩანს, ეს საიტის გაუმართაობის ბრალია. თუმცა, ჩვენს მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია _ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეების ქონებრივი დეკლარაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. ისინი 2010 წელსაა შევსებული.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე წლების განმავლობაში ლანჩხუთის გამგებლად მუშაობდა. გთავაზობთ 2005-2007 წლებში შევსებულ დეკლარაციებსაც, რაც შედარების შესაძლებლობას მოგვცემს _ რა ქონებას ფლობდა გამგებლობამდე, გამგებლობისას და თუ რა ქონებით მოვიდა საკრებულოს თავმჯდომარედ რევაზ ჩიტიძე.

პირველი დეკლარაცია მან 2005 წლის 27 აპრილს შეავსო, როცა ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე გახლდათ. რევაზ ჩიტიძის ხელფასი 91 ლარი გახლდათ; ამას გარდა, ხელზე იღებდა დანამატს _ 70 დოლარს და გრანტს _ 130 დოლარს. მართალია, თავის დროზე არ გახმაურებულა კონკრეტულად თუ რა თანხას იღებდა ესა თუ ის ჩინოსანი “დამატებით” და “ხელზე”, მაგრამ “ვარდოსანი ხელისუფლების” ხელფასები რომ სოროსისა და სხვა ფონდების დახმარებით “ივსებოდა”, ცნობილი ფაქტია. როგორც ჩანს, რევოლუციის ერთ-ერთი დამფინანსებლის, ჯორჯ სოროსის ფულები ლანჩხუთელ მაღალჩინოსნებს და მათ შორის, ჩიტიძესაც შეხვდა. პირველი დეკლარაციის მიხედვით, ბატონ რევაზს გრიგოლეთში აქვს 300 კვ,მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც 1999 წელს შეუძენია და 2005 წელს “მხოლოდ” 460 ლარად აფასებდა. ასევე, ძმასთან ერთად ფლობს ბინას თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში (38 კვ.მ), რომელიც 5000 ლარად აქვს შეფასებული. მაშინდელი გამგებლის მოადგილე, ძმასთან ერთად ფლობს საცხოვრებელ სახლსა და ფართს სოფელ შუხუთში, რომელიც შეფასებული არ აქვს. სამაგიეროდ, ავტოფარეხი შუხუთში გრიგოლეთის ნაკვეთზე 20 ლარით ძვირადაა შეფასებული. 2000 კვ.მ. და 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს შუხუთში. რევაზ ჩიტიძეს საბანკო ანგარიშებზე (“პროკრედიტბანკი”) ჰქონდა მიმდინარე 50,38 ლარი, სადეპოზიტო _ 3793 დოლარი და 623 დოლარი, ხოლო “გაერთიანებულ ქართულ ბანკში” _ მხოლოდ 4,69 ლარი. ამას გარდა, ხელზე ჰქონდა 180 ლარი.

2004 წლის მონაცემებში აღნიშნულია, რომ გამგებლის მოადგილის რანგში, 146 ლარი ჰქონდა ხელფასი, ხოლო პირველ მოადგილედ მუშაობისას _ 82 ლარი. იქვე მინიშნებულია, რომ თვიური ანაზღაურება არის: ძირითადი ხელფასი _ 91 ლარი, დანამატი _ 91 ლარი და 250 დოლარი _ გრანტის სახით. რევაზ ჩიტიძეს ანგარიშებზე აქვს 1054 ლარი, 7 400 ლარი, 3 793 დოლარი, 1 181 დოლარი, ხელზე კი _ 350 ლარი.

მომდევნო დეკლარაციაში შუხუთის სახლი შეფასებულია 32 000 ლარად, ხოლო თბილისის ბინა _ 55 000 ლარად. რევაზ ჩიტიძე, დავით ღლონტთან ერთად, ქალაქის ცენტრში ფლობს არასაცხოვრებელ სამეურნეო ფართს, რომელსაც 12 000 ლარად აფასებს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ღირებულება გაორმაგებულია და 25 000 ლარია მინიშნებული. სამაგიეროდ, შუხუთის სახლის ფასი თითქმის განახევრებულია და 2006 წელს მას რევაზ ჩიტიძე უკვე 20 000 ლარად აფასებს; შემცირებულია თბილისის ბინის ფასიც _ 55 000 ლარის ნაცვლად, 52 000 ლარია მინიშნებული. იქვე აღარ ფიქსირდება, რომ ბინას ძმასთან ერთად ფლობს, რაც ტექნიკური შეცდომა უნდა იყოს, რადგან თანამესაკუთრედ ნიკა ჩიტიძე უკვე მომდევნო დეკლარაციაში გვხვდება.

რაც შეეხება 2005-06 წლების ფინანსურ ანგარიშებს, რევაზ ჩიტიძეს “პროკრედიტბანკში” გახსნილი აქვს ვადიანი დეპოზიტი _ 6 000 ლარით და 4 700 დოლარით. მიმდინარე ანგარიში მხოლოდ 16 ლარია; შემოსავალი 4311-დოლარიანი ვადიანი დეპოზიტიდან 389 დოლარია. 2007 წლის მონაცემებში საბანკო ანგარიშებზე თანხა აღარ დევს და მხოლოდ მიმდინარე ანგარიშია 50 ლარი. ამ დროს, ჩიტიძეს გამგებლის თანამდებობა უკვე დატოვებული აქვს.

მისი სახელფასო შემოსავლები ასეთია: 2006 წლის დეკლარაციის მიხედვით, 5301 ლარი _ ძირითადი ხელფასი და 2840 ლარი _ გრანტის სახით. თვეების მიხედვით ხელფასი ძალიან განსხვავებულია _ თუ იანვარში ანაზღაურება 79 ლარია, დეკემბერში ეს თანხა 1463 ლარს შეადგენს! თებერვალში მიღებული აქვს 391 ლარი, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით კი _ 205 ლარი. წლის ბოლოს ანაზღაურება მატულობს, რაც სავარაუდოდ, პრემიებით უნდა იყოს გამოწვეული _ ბოლო სამ თვეში, შესაბამისად, მიღებული აქვს _ 1258 ლარი, 731 ლარი და 1463 ლარი. რაც შეეხება მომდევნო წლის სახელფასო ანაზღაურებას, ის 28 685 ლარს შეადგენს; ამას გარდა, ვადიანი დეპოზიტიდან მიღებული აქვს შემოსავალი _ 500 დოლარი.

იმავე პერიოდში, რევაზ ჩიტიძის მეუღლემ მამისგან საჩუქრად 1800 ლარად შეფასებული საძინებელი გარნიტური მიიღო, ხოლო დედამთილისაგან _ 650 ლარად ღირებული ვიდეოკამერა. უნდა აღინიშნოს, რომ გურული ჩინოსნებიდან, ვისი ქონებრივი დეკლარაციებიც განვიხილეთ, რევაზ ჩიტიძე ერთადერთია, ვისაც საჩუქრის გრაფა ცარიელი არ აქვს. 2007 წელს რევაზ ჩიტიძემ 2600 ლარად გაასხვისა ავტომობილი “ფორდ სიერა” და 6400 ლარად _ მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში.

ახლა კი, 2010 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის შესახებ, ანუ რა ქონებით დაბრუნდა ხელისუფლებაში რევაზ ჩიტიძე: იგი შუხუთში ფლობს 170,9 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლსა და 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ძმასთან, ნიკა ჩიტიძესთან ერთად. ასევე, შუხუთში ფლობს 1832,05 კვმ. და 1360 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, არასაცხოვრებელ ფართს ნინოშვილის ქუჩაზე (118 კვ.მ.) დავით ღლონტთან ერთად; თბილისში ბინას ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში (38 კვ.მ.), დედის, თამარ კალანდაძის სახელზეა თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ბინა (32 კვ.მ.). რევაზ ჩიტიძე ფლობს 1996 წელს გამოშვებულ ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი-180”-ს; მას საკრედიტო ანგარიშზე აქვს 1500 და 1000 ლარი, საკუთარ სახელზე ანაბარი _ 322,41 დოლარი, შვილების სახელზე ანაბრები _ 450 დოლარი, 300 დოლარი და 300 დოლარი. ამ დროს, რევაზ ჩიტიძე “საქართველოს ბანკის” ლანჩხუთის სერვისცენტრის მენეჯერია და ყველა ანგარიში სწორედ ამ ბანკშია გახსნილი. ანაბარი აქვს დედასაც _ 3800 დოლარი; მეუღლის სახელფასო ანგარიშზე 359 ლარია, ხოლო დეპოზიტზე _ 500 დოლარი. საანაგრიშო წლის მანძილზე მიღებული აქვს 19 931 ლარი, ხოლო მეუღლემ, ნაზი შალიკაშვილმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ბუღალტრად მუშაობისას, 1000 ლარი გამოიმუშავა. ყველაზე მეტი შემოსავალი ოჯახში რევაზ ჩიტიძის დედას აქვს _ სუფსის ტერმინალის ქიმიკოსის წლიური სახელფასო ანაზღაურება 22 325 ლარია.

რაც შეეხება მის ჩოხატაურელ კოლეგას; ანტონ ხუნდაძეს, მის მიერვე 2010 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკუთრებაში აქვს შემდეგი ქონება: საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე (267 კვ.მ.) 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად. ხუნდაძე საჭამიასერში ფლობს თითქმის ერთ ჰექტარ _ 9 994 კვ.მ. მიწის ნაკვეთს; იქვე აქვს 58 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის 63% (!). ბახმაროში 54 კვ.მ. სახლს ფლობს 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად; ასევე, მიწის ნაკვეთს კურორტ შეკვეთილში (330 კვ.მ.). ქონების ნუსხაში არანაირი ცვლილება არ არის წელს შევსებულ დეკლარაციაში.

სამაგიეროდ, წლის განმავლობაში ცვლილებები განიცადა საბანკო ანგარიშებმა და სესხებისგან მიღებულმა გასავალმა. ბოლოსწინა დეკლარაციით, საკრებულოს პირველ პირს ანაბარზე ჰქონდა 615 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე _ 32 ლარი, ხოლო მეუღლეს _ 150 ლარი. წელს შევსებული მონაცემების მიხედვით კი, “სახალხო ბანკში” 25 ლარი ჰქონდა, საკრედიტო ბარათზე _ 200 ლარი; ასევე, 200 ლარი ჰქონდა მეუღლეს ანგარიშზე. თუ წინა საანგარიშო წლის განმავლობაში, საკრებულოს თავმჯდომარის შემოსავალი 38 600 ლარი იყო, ბოლოს 29 750 ლარამდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა მეუღლის ხელფასი: თუ წინა საანგარიშო წელს ჩოხატაურის საავადმყოფოს აფთიაქის გამგის ანაზღაურება 2 836 ლარი იყო, ბოლო მონაცემებით, 3024 ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ანტონ ხუნდაძე ერთადერთი გურული ჩინოსანია, ვისაც ამ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი. ჯერ მას 6 000 ლარი და 7 000 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რისთვისაც წლის გასავალი 3179 ლარი იყო (სესხის დაფარვა), ხოლო შემდეგ, 18 500 ლარი დაემატა; 6 000-ლარიანი სესხიც 10 000-მდე გაიზარდა.

ჩვენ აუცილებლად შევეცდებით ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მონაცემებიც მოვიპოვოთ _ ალეკო მამეშვილის მონაცემები ქონებრივი დეკლარაციების სპეციალურ ვებ-გვერდზე არც ბოლო დღეების განმავლობაში იხსნებოდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კანონში გაწერილი "დემოკრატიული დეცენტრალიზაცია" და საპირისპირო რეალობა

წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო