“ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია ტვ3-ს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ რიგი პოლიტიკოსები, პირველი განცხადება ტელევიზის წინააღმდეგ გააკეთა დედაქალაქის მერმა გიგი უგულვამ, რომელმაც მისთვის მერობის უფლებამოსილების შეჩერებამდე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ლაშა ჩხენკელი იყო დაინტერესებული მის წინააღმდეგ ე.წ. მართული პროცესებით.
პირველი განცხადების შემდეგ ტელეკომპანიამ და მისმა დაფუძნებლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ პასუხი გაეცათ დედაქალაქის მერის აბსურდული განცხადებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც ტვ3-ს წინააღმდეგ კამპანიამ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიიღო მართული ხასიათი, ტელევიზია თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტელევიზიის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა ადგილი აქვს შანტაჟსა და მუქარას, დაინტერესების შემთხვევაში, ტელეკომპანია ტვ3 გამოთქვამს მზადყოფნას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიაწოდოს ამის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები,” _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ტელეკომპანია ტვ3 სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ხოლო მედიასაშუალებებს – დაიცვან ტვ3 “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ზეწოლის მცდელობისგან.