“ვუთანაგრძნობ, ამ ორ ქალბატონს პროკურორს, რათა მათი უფროსი გერმანიაში ნაყაჩაღარი და ნასამართლებია. სამწუხაროა, რომ მათ ასეთი ადამიანის ხელმძღვანელობის პირობებში უწევთ მუშაობა,” _ აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მან ასევე მოსამართლე ნათია ბარბაქაძეს მიმართა და უთხრა, რომ მოსამართლის მდგომარეობა გასაგები და რთულია, რადგან მას პოლიტიკური სასამართლო პროცესის წარმართვა და განაჩენის გამოტანა უწევს. ჭიაბერაშვილი აქვე კობა ხარშილაძის მიერ ბილეთის დაჯავშნის ფატქს გამოეხმაურა და პროკრატურა სიცრუესა და ფაქტის გაყალბებაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა მომავალში მასზეც განხორციელდეს მსგავსი სახის ქმედება.
“გითანაგრძნობთ, რომ რთული პოლიტიკური მნიშვნელობის სასამართლოს ხელმძღვანელობა გხვდათ წილად. ჩვენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ვართ. ამის გამო თქვენ გიჭირთ სისხლის სამართლის ჩარჩოებში მოგვაქციოთ. ეს პოლიტიკური პროცესია და გითანაგრძნობთ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ უცხოეთში წასვლას და რამე ბილეთის დაჯავშნას. მინდა ეს წინმსწრებად ვთქვა, რათა შემდეგ იგივე არ მოხდეს, რაც ხარშილაძის შემთხვევაში,” _ მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსამართლე ნათია ბარბაქაძეს.




































































