(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა _ 20 ივლისს ლანჩხუთელი პოეტი 50 წლის გახდებოდა. თემურის სახლში შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და ახლობლები. მათ გაიხსენეს თემურ ფირცხალაიშვილი და მისი შემოქმედება. ფირცხალაიშვილის სახლში მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved