ნაძვის ხის ანთებას ესწრებოდა ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც პატარებს ახალი წელი მიულოცა, ცოტა ხნის შემდეგ მის გვერდით სევდია უგრეხელიძეც გამოჩნდა.
თოვლის ბაბუა ხვალიდან მთაწმინდის პარკში დაბინავდება და მასთან სტუმრად მისულ პატარებს ტკბილეულითა და სხვა საჩუქრებით გაუმასპინძლდება.
ხვალ კი საქართველოს 64 რეგიონს 700-მდე სანტა კლაუსი ეწვევა. ორი დღის განმავლობაში ანალოგიური ღონისძიებები რეგიონში მცხოვრები პატარებისთვისაც გაიმართება.