(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურიამ” ამხანაგური შეხვედრა გამართა გრიგოლეთში. ჩვენებურთა მეტოქე თანალიგელი საჩხერის “ჩიხურა” გახლდათ. შეხვედრა გურულთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. იმერლებთან შეხვედრაში, გუნდი მოედანზე კლუბის ახალმა მწვრთნელმა, გიგლა იმნაძემ გაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, “გურიაში” დაბრუნდა გიგა კვერენჩხილაძე _ მან გასული სეზონი უმაღლესლიგელ “სამტრედიასა” და “კოლხეთში” ჩაატარა და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved