აღნიშნულ საკითხებს – “საერთო სასამართლოების შესახებ” და პრეზიდენტის ხელფასის რაოდენობაზე უკვე განიხილავენ საკანონმდებლო ორგანოში.
უმცირესობა უმრავლესობას სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის პირველი პირის თანამდებობრივი სარგოს მოცულობა 9000 ლარი იქნება, ამ შემთხვევაში უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების ხელფასი 9 100 ლარით განისაზღვროს.
ამ დროისთვის პრეზიდენტის ხელფასი 4500 ლარია ხოლო სასამართლოების თავმჯდომარეების 4600.
“ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენთან არის ასეთი ნორმა, რომ აღნიშნული სასამართლოების თავმჯდომარეების ხელფასი პრეზიდენტის ხელფასზე სიმბოლურად მეტია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება უზენაესია. ასე არის ევროპის ყველა ქვეყანაში. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ოღონდ სასამართლოების თავმჯდომარეების ხელფასები არ გაეზარდა და პრეზიდენტის ანაზღაურება შეამცირეს. დღეს მინისტრი ხელზე იღებს 6 300 ლარს. კანონში ცვლილების შემთხვევაში, პრეზიდენტი ხელზე 5 520 ლარს აიღებს, ხოლო საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები 5 600 ლარს”, _ აცხადებენ უმცირესობაში.