https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლევან კალანდაძის ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

12:12; 26.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების სრულყოფისა და საპროექტო დოკუმენტაციაში გარემოს შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ასახვის მიზნით გეგმავს ცვლილებების და დამატებების შეტანას “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში.

ამასთანავე, განაცხადში აღნიშნულია, რომ  დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით  წერილობითი შენიშვნები და წინადადებები სამინისტროს დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიაწოდონ 2014 წლის 6 იანვრამდე.

 მოგახსენებთ, რომ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულებაში აღნიშნული ცვლილებების პროექტის მომზადებამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ სხვადასხვა საქმიანობისათვის შემუშავებული იქნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადებისათვის საჭირო სექტორული გზამკვლევები.

როგორც ეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში და სამინისტროს წლიურ ანგარიშშია მოცემული აღნიშნული გზამკვლევები (ჰიდროელექტროსადგურის (2 და მეტი მგვტ) მშენებლობა; ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა; ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავის განთავსება; ცემენტისა და ასფალტის წარმოება; საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა; ნარჩენების განთავსება) შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გაუმჯობესების მიზნით. ამასთანავე, სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიზნით განხორციელდა გარემოზე  ზემოქმედების შეფასების ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ანალიზი.” მიმდინარე საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას გზშ-ს პროცედურებში და გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გათვალისწინებაში.”

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნულ დებულებასა და სექტორულ გზამკვლევებში მითითებული საქმიანობების სრული ჩამონათვალი, ჩვენი აზრით, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და არა მარტო ამ შემთხვევაში ერთი დარგობრივი სამინისტროს _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეროგატივას (რომლის კომპეტენციას აღნიშნული საკითხები აშკარად სცილდება), ამ პროცესს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობაში შექმნილი დარგობრივი სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო კომისია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სექტორული გზამკვლევების შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული არც ერთი დარგობრივი სამინისტრო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, შრომის. სოც. უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, დეველოპერი კომპანიები, როგორც დაინტერესებული მხარე და ასევე არც ერთი ცნობილი ქართული სპეციალიზირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნია და ჩახედულია როგორც განვითარებადი ქვეყნების რეალობაში, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის რეალისტურ მოთხოვნებში.

შესაბამისად, ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ დოკუმენტის შემუშავების ადრეულ ეტაპზეც, 2013 წლის 15 მაისამდე უამრავი კომპეტენტური დაინტერესებული მხარე, ან ფიზიკური პირები არ იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისად, ჩართულები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შემუშავებაში. აქვე დავსძენთ, რომ ამ დოკუმენტმა უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, საინვესტიციო კლიმატს და ა. შ.

საგულისხმო და ამასთანავე საგანგაშო ის ფაქტი, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებები და დამატებები “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში მოიცავს ისეთ ახალ ვალდებულებებს, რომლებიც პრაქტიკულად  შეუსრულებადია საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების რეალობაში. სახელდობრ: “მუხლი 6”.

1.სამინისტროში საჯარო (წინასწარი) განხილვის ან/და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით.

 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:

“მ) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას მათ შორის საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებლისა და მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შეფასებას;

ნ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის საკომპენსაციოდ და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებისათვის განსაზღვრულ ადეკვატურ საკომპენსაციო თანხებს, გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში;

ო) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრას;

ტ) საქმიანობის განხორციელებისა და მიმდინარეობის ეტაპისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა.“

ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ზემოთ მოცემულ ორი მაღალი საფრთხისა და რისკის შემცველ სავალდებულო მოთხოვნას (მუხლი 2, პუნქტები მ) და ნ)),  პრაქტიკულად შეუძლია გააჩეროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალში დაგეგმილი ყველა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი და ვერ იქნას მოპოვებული შესაბამისი დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.  მუხლების მოთხოვნების შესრულება საჭიროებს დეტალურ მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არა აქვს შემუშავებული.

 წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი იქნება სუბიექტივიზმის ალბათობა. სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, ხშირ შემთხვევაში მონეტარიზაციის შეუძლებლობა და მრავალი სხვა ობიექტური გარემოებები (ამის შესახებ დიდი ოდენობის კვლევებია უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში) ქმნის საშიშროებას, რომ ქვეყანაში გაჩერდეს პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაგეგმილი პროექტი.

 ასეთი მიდგომების გამოყენების შედეგად (როცა არ არსებობს ქვეყანაში დადგენილი, დამტკიცებული სათანადო “დანახარჯი-სარგებელიანობის ანალიზის” მეთოდოლოგია), მცირე და საშუალო პროექტებში, შეფასებების დროს, მეტად დიდია სუბიექტივიზმის და ვოლუნტარიზმის საფრთხე, რაც აშკარაა, რომ მაღალი ალბათობით ქმნის კორუფციის გაჩენის დიდ საშიშროებას.

 აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მეთოდოლოგიები არ არის რეგლამენტირებული ევროპის  განვითარებულ ქვეყნებში და არ არის მითითებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სავალდებულო მოთხოვნებში, რომლებიც მოცემულია მათ გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტებში. ამასთანავე ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სავალდებულო მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირის დირექტივებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და  ამასთანავე ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნების რეალობასაც.

 ჩვენთვის უცნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პოზიცია აღნიშნულ დებულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განვითარების პერსპექტივები.

 ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად და გადაუდებლად მიგვაჩნია ზემოაღნიშნული საკითხების  აქტუალობის გათვალისწინებით, ჩატარდეს სამთავრობო განხილვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იქნებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიo ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვ.). მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განხილვა ქვეყანას ააცილებს   გაუაზრებელი ან შეგნებულად დაგეგმილი საეჭვო რეგულაციების მიღების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა უკიდურესად  გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით შეუქცევადი პროცესების დაწყებას გამოიწვევს.

 საქართველოს განვითარების უახლესი ისტორიიდან კარგად გვახსოვს ანალოგიური მცდელობები, როდესაც გარკვეული ჯგუფები: სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პირადაპირ  ახდენდნენ  ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ტორპედირებას, მათი ეს ქმედებები პირდაპირ რეზონანსში მოდიოდა  ამ  სტრატეგიული პროექტების მიმართ მტრულად განწყობილი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის  განცხადებებთან თუ ქმედებებთან.” _ აღნიშნულია პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილში.

 აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” უკვე მიმართა კითხვებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მათ პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"თბილისის მერია "რუსთვი 2" -სა და "იმედს" მილიონებს ურიცხავდა"

გამომცემლობები განათლების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო