2013 წლის 24 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების გეგმიური მონიტორინგისას, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ნახეს როგორ აყენებდნენ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მსჯავრდებულ ო.გ-ს დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ო.გ-ს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს, რომელიც წინადადებასთან ერთად გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.