“სააგენტოსთვის 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო. გააქტიურდა მუშაობა სურსათის უვნებლობის დაცვის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული კუთხით. 2014 წლისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, სამომავლოდ აღნიშნულ უწყებას უფრო დიდი გეგმები აქვს. მისასალმებელია სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის აქტიური თანამშრომლობაც, რაც მოსახლეობისთვის მეტი შედეგის მომტანი იქნება,” _ განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა შალვა ფიფიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო უწყების ხელმძღვანელები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისადა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
დღესვე, ხელი მოეწერა მემორანდუმს “სამოქალაქო დარბაზის” შექმნის შესახებ. “სამოქალაქო დარბაზის” წევრები სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები იქნებიან.
“სამოქალაქო დარბაზის” შექმნა იმ გამოწვევებმა განაპირობა, რომლებიც სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყნის წინაშე დგას და რაშიც განუზომლად დიდია სამოქალაქო საზოგადოების როლი.