გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 24 დეკემბერს თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო “ასტორია”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ფარიზ შარიფოვს და მიიმალა. შარიფოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).