როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, კვლევის დაუსრულებლად გაგრძელება არ შეიძლება და ის სადღაც უნდა დასრულდეს.
“არ გვინდა, რომ მხოლოდ შედეგი დავდოთ, ჩვენ გვინდა, რომ სწორი შედეგი დავდოთ. ამდენად, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს და შესაბამისად, დღეისთვის გვაქვს 700-ზე მეტი პირის გამოკითხვა და ინტერვიუ. ახლა მიმდინარეობს ამ დოკუმენტების დამუშავება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დროზე როდის შევჩერდეთ, რადგან გაუთავებელი კვლევა არ შეიძლება. მომავალი წლის გაზაფხულისთვის პირველი გაცნობითი შედეგი დაიდება, აქ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორიც, რომლებიც დაიწყებენ ამ დოკუმენტებზე მუშაობას. გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს კვლევა და მისი ღია ნაწილი საზოგადოებას წარედგინოს,” _ განაცხადა კაპანაძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისათვის კოდორის საკითხი მთლიანად შესწავლილია. ალასანია ამბობს, რომ ომის ფაქტების გამოძიებას ერთადერთი მიზანი აქვს: გავითვალისწინოთ წარსულში ჩადენილი შეცდომები, დავზოგოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე და გონივრულად დავიცვათ ჩვენი სამშობლო.