“ლოგიკურ კითხვას დავსვამ, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია. დავუშვათ, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება არის სიმართლე, თუ ის ციხიდან გაიტაცეს შაბათს, რატომ გავიგეთ ეს ყველაფერი სამშაბათს, მაშინ, როცა შაბათსაც, კვირასაც და ორშაბათსაც მასთან შესული იყო ადვოკატი?! მართალი კაცი შაბათსვე ატეხდა მთელ ამბავს. ასე რომ, მისი განცხადება ლოგიკასთან არ მოდის შესაბამისობაში”.
“ჩვენ არ ვართ ასეთი მიამიტები, რომ მათ პროვოკაციებს წამოვეგოთ. მე მოვისმინე ისიც, თითქოს ვანომ დაგეგმა, ვანომ გააყვანინა თავი ციხიდან. ასეთი ნიჭიერები და ჭკვიანებიც ნუ გგონიათ ისინი”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სჭირდება ამ სიცრუის გამოაშკარავება თუნდაც აღნიშნული პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, რადგან “ვანოს აღარ სჭირდება დისკრედიტაცია, ისედაც დისკრედიტებულია”.