მემორანდუმის მიზანია, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.
“112” მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინებების მიმღები პირველადი რგოლია, ხოლო სააგენტოს გააჩნია გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე რეაგირების დამოუკიდებელი ჯგუფი, რაც შესაძლებელს ხდის კონკრეტულ შემთხვევებზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. სისტემის დანერგვისთვის მნიშვნელოვანია მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობა.
“112”-მა გუდაურსა და ბაკურიანში საინფორმაციო ბანერები განათავსა, რის შემდგომაც გაუთვალისწინებელ შემთხვევებში დამსვენებლებსა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის მარტივი იქნება, დაიმახსოვრონ მხოლოდ ერთი ნომერი, როდესაც საჭიროა: საპატრულო, სახანძრო-სამაშველო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება.
პროექტის პირველ ეტაპზე, “112”-მა საინფორმაციო ბანერები სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში, განათავსა. მეორე ეტაპზე, ანალოგიური შინაარსის ბანერების განთავსება საზღვაო კურორტებზეც იგეგმება.