სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულ გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა განჩინების მიღებისთანავე და გადაეცა საქმეში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი უგულავა ითვლება ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად და მას არ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.
“თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს №1გ/791-13 განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინება ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნტის დანაწესზე, რომლის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”, _ აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.