“დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში.
შეგიძლიათ მომილოცოთ!
აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ – პირიქით – ყველაფერი კარგადაა!
მე თავად ვთხოვე პრემიერს დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე.
ამიერიდან მექნება მუშაობის უფრო ხელსაყრელი პირობები. იმედია ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა.
მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის – ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი მომიწია მუშაობა მთავრობაში, კანცელარიასა თუ სამინისტროებში. ძირითადად ეს ნიჭიერი, პროფესიონალი, ახალგაზრდა, პრინციპული და წესიერი ხალხია.
თუმცა, თანამშრომლობა გრძელდება – ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე გველის წინ,” _ აცხადებს ყანდიაშვილი.