ქარტია მიიჩნევს, რომ “პროფილის” ბოლო გადაცემის მომზადებისას შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, და რაც უფრო საგანგაშოა, ბავშვის ემოციები გამოიყენა მანიპულირებისა და კონკრეტული კომპანიის რეკლამირებისთვის.
_ ქარტია აფასებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალურად დაუცველთა დახმარების, ქველმოქმედების სურვილს, თუმცა ცხადია, აღნიშნულის მიღწევა უნდა ხდებოდეს ბავშვისთვის დამატებითი ტრავმის მიყენების გარეშე.
საგულისხმოა, რომ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”, რომელშიც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის არაერთი პუნქტია გაწერილი, მათ შორის მიუთითებს, რომ “არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად”. (მუხლი 44.1) აღნიშნულ შემთხვევაშიც, მშობლის ნებრათვა სრულად არასაკმარისი იყო ბავშის ინტერესების დაცულობის უზრუნველყოფისთვის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს მზადყოფნას, მსგავს თემებზე მუშაობისას ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია, რათა ჟურნალისტური საქმიანობისას თავიდან იქნას აცილებული ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, _ აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.