(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 21 ივლისს ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში საანგარიშო პედსაბჭო ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელები და ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე.
შეკრებილთ ანგარიში წარუდგინეს სკოლის დირექტორის მოადგილეებმა _ ქეთევან კუბლაშვილმა, ზოია ჯიბლაძემ, ბუღალტერმა სოფიკო სიხარულიძემ, კათედრის ხელმძღვანელებმა _ ლალი ანთიძემ, ნანა ცინცაძემ, მაიკო გოგოლაძემ, მანონი ლომთათიძემ, ციცინო სადუნიშვილმა, ეკა დიხამინჯიამ. ისაუბრეს გახორციელებული პროექტებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ.