და ფონდის აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მინისტრმა ფონდს ბენეფიციარებისათვის სამინისტროსა და მისი სსიპ-ების თანამშრომლების მიერ ერთობლივად შეძენილი საჩუქრები, პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები გადასცა.
კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს “მომავლის გზა” საჩუქრების მისატანად, მინისტრმა განაცხადა, რომ საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”, გარდა მუდმივად მცხოვრები 15 აღსაზრდელისა, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ 18 ბავშვსა და 55 მრავალშვილიან ოჯახზე ზრუნავს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რაშიც ფონდის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს გვერდით დგომა და ყურადღება სჭირდებათ.
სწორედ თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება “მომავლის გზის” ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა: “თითოეულ ოჯახს განსხვავებული პრობლემები აქვს და ფონდისათვის ყველა მოქალაქის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათ სულ ოდნავი ყურადღებას ახარებთ. ეს ბავშვები თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა გრძნობდნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, მაგრამ როცა გვერდით გვიდგანან და ჩვენთან ერთად უანგაროდ ეხმარებიან ამ ოჯახებს, ძალიან სასიხარულოა. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გვესტუმრა, რომელმაც დიდი რაოდენობით საჩუქრები გადასცა ბავშვებს. ასევე, “მომავლის გზას” 50 ოჯახის დასახმარებლად გადასცა საკვები პროდუქტის კალათა. მინისტრს არ დავიწყებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები, 18-ვე ბავშვისთვის გადმოგვცა ტკბილეული და პროდუქტი. ფონდი ძალიან დიდი მადლობას უხდის ქალბატონ ხათუნას და სამინისტროს მთელ შემადგენლობა გულუხვი საჩუქრებისთვის”.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ “ხათუნა დეიდა” და არც ის დარჩა ვალში _ სანტას ქუდიც მოირგო და სხვადასხვა თამაშებიც ითამაშა პატარებთან ერთად.
დღეს ფონდი ონკოლოგიურ საავადმყოფოში მოინახულებს ბენეფიციარებს და საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.