_ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, რადგან დღის ცენტრის ბენეფიციარებმა კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და ყოველივე კარგს ვისურვებ. ვაპირებ ვიმეგობრობ ამ ბავშვებთან. ყველა უნდა ჩაერთოს ასეთი ტიპის ღონისძიებებში. დახმარება და ქველმოქმედება არის ერთ-ერთი კარგი საქმე, რაც შეუძლია გააკეთოს ადამიანმა. _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა.
დღის ცენტრის მენეჯერის, ხათუნა ცერცვაძის თქმით, დღის ცენტრში 30 ბენეფიციარი არის და ყველა მათგანს გადაეცა საჩუქარი.