უილიამსმა ბრისბენში შარშანაც გაიმარჯვა.
„ჩემთვის ძალიან კარგი ტურნირი იყო! დავინახე, თუ რა დონეზე შემიძლია თამაში და რამდენად კარგად ვარ მომზადებული ავსტრალიის ღია პირველობისთვის”, – განაცხადა ჩოგბურთელმა, რომელმაც კარიერაში 58-ე ტიტული მოიგო. საგულისხმოა, რომ ბრისბენში სერენამ დაუმარცხებელი სერიაც განაგრძო – სადღეისოდ ის ზედიზედ 22 მატჩშია უძლეველი.
ვიქტორია აზარენკა გახლდათ ბოლო მოთამაშე, რომელმაც სერენას 2013 წელს სძლია, მაგრამ ბელარუსი ფინალში უშანსოდ იყო. „შარშან ავსტრალიის ღია პირველობა მოვიგე და ძალიან მინდა ჭელსაც გავიმარჯვო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამის გაკეთება რთული იქნება – სერენა ბრწყინვალე ფორმაშია”! – განაცხადა აზარენკამ.