გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 5 იანვარს თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, ყაჩაღურად თავს დაესხა კომპიუტერულ მაღაზია “სანიტექ”-ს, საიდანაც წაიღო ლეპტოპი თავისი აქსესუარებით, ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ტიტე კ. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო ლეპტოპი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 179-ე მუხლით).