მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საჩუქრების მისაღებად პარლამენტის შენობასთან შეჩერდებიან; მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდება. ალილოს მონაწილეებს თბილისის საკრებულოს წევრები დაასაჩუქრებენ. მსვლელობა პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გაგრძელდება. კონკასთან მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში გადავა. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემთ, მონაწილეებს დალოცავ.
შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება და ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობის ბოლოს სამების მღვდელმსახურნი პარაკლისს გადაიხდიან.