ერკეთის მთავარ ანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში, როგორც წინა წელს, ახლაც ხალხმრავლობა იყო. საზეიმო წირვა-ლოცვა გამთენიისას, 3 საათისთვის დასრულდა, რის შემდეგ ერკეთის დედათა მონასტრის იღუმენიამ, მარიამმა (ფოჩხუამ) ყველა სტუმარი ტრაპეზზე მიიწვია.
შობის დღესასწაულის აღნიშვნა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა ჯერ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მიულოცეს. გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე თავის მეუღლესთან, ვიცე-გუბერნარტორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან კონსტანტინე შარაშენიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძესთან ერთად ეწვია და საჩუქრებით მიულოცა შობის დადგომა. შემდეგ ტრადიციულ ალილოში მიიღეს მონაწილეობა.