სამების სტიქაროსან გიორგი გელაშვილის თქმით, ალილო ძალიან კარგ საქმეს ემსახურება და წელსაც ტრადიიცისამბერ შეგროვებული საჩუქრებით იმ ადამიანებს გაახარებენ, რომელთაც ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
“ქრისტეშობა უდიდესი დღესასწაულია, რადგან უფლის ამქვეყნად მოვლინებით ადამიანებმა დაიბრუნეს სამოთხის კარი. ყოველი საშობაო საზეიმო წირვა ქრისტეს მოვლინების სიხარულს განასახიერებს. ალილო კი ძალიან კარგ საქმეებს ემსახურება. ეს მსვლელობა, რამდენიმე ხანია, რაც აღსდგა და ალილოს დროს შეგროვებულ საჩუქრებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავურიგებთ, სამებაში საზეიმო პარაკლისის გადახდის შემდეგ,” _ გვითხრა გიორგი გელაშვილმა.
უფლისათვის ერთობლივად აღვლენილი ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალილოს კიდევ ერთმა მონაწილე ვიტალი ქაცარავამ.
“დღევანდელი სიხარული იდენტურია პირველი შობის სიხარულისა. დღეს როდესაც მორწმუნეები ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენს გულებში კვლავ იშვება უფალი. ალილო გამოხატავს იმ სიხარულის ერთობას, რაც ჩვენთვის ბაგაში დაბადებული ქრისტეს მოაქვს. ქართველთა ერთობა გამოხატულია ამ ლამაზი ტრადიციით. არამარტო ინდივიდუალურად, არამედ ერთობლივად ხარობს ხალხი ამ დღესასწაულით”.
ალილოში პირველად მიიღო მონაწილეობა სანდრო იმნაიშვილმა, რომელმაც ტრადიციული მსვლელობის სილამაზის და ღირებულების გამო აღფრთოვანება ვერ დაფარა:
“ალილოში ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება. არასდროს ვყოფილვარ მსგავს მსვლელობაზე. ტელევიზორიდან გავიგე, რომ ბავშვებს ეხმარებოდნენ და დავინტერესდი . დღესვე დავრეკე საფრანგეთში მშობლებთან და გადმოვარიცხვინე თანხა. იმიტომ, რომ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება და ყოველთვის დავეხმარებით. მე რახან მაქვს, იმ ბავშვებსაც უნდა ჰქონდეს,” _ აღნიშნა იმნაიშვილმა.