“ვიცით, რომ ქართველი სპორტსმენები ღებულობენ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, წარმოიდგინეთ ქართული დროშის გვერდით აფხაზური დროშაც რომ გაფრიალდება. აქ იქნებიან ევროკავშირის წევრი ის ქვეყნებიც, რომლებმაც არ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ასეთი ქმედება საკმაოდ გამაღიზიანებელი იქნება. მე ეს ინფორმაცია მაქვს აფხაზური ოლიმპიური კომიტეტისგან, რომელმაც ერთი წლის წინ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან, რაც დაუშვებელი იყო. ვიცი იგეგმება ბუკლეტების დარიგება, აფხაზური დროშის წინა პლანზე გამოტანა. კარგია, რომ საზოგადოების ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობამ უარი გადაცხადა მონაწილეობაზე, რაც შეეხებათ სპორტსმენებს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქართველი სპორტსმენების ადგილას მე სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მივიღებდი”.
დავითაიამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ დაგეგმილ პროვოკაციაზე და საქმის კურსში ჩააყენონ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომებზეც და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს რუსეთს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ბრალდებები და საქართველოს მიმართ რაიმე სახის კრიტიკა.
პაატა დავითაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზეც და აღნიშნა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მსგავსი ტიპის განცხადება მიუღებელია მისთვის და ვერ დაეთანხმება ეპისტოლეში ნათქვამს.
“როგორც მართლმადიდებელი უდიდეს პატივს ვცემ პატრიარქს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, მიუღებელია მსგავსი განცხადება. მეცნიერება ვითარდება და წინ მიდის. ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. ეპისტოლეში არ იყო მკაცრად განსაზღვრული შეზღუდვის და აკრძალვის მომენტები, მე ვერ დავინახე ეს. ისე კი, პირადად ვიცნობ ამ გზით დაბადებულ ბავშვებს და მინდა გითხრათ, რომ მონათლულებიც არიან და საზოგადოების სრულფასოვანი წევრებიც”.