მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2014 წლის 6 იანვარს არის შევსებული, ჭიკაიძე მიცკევიჩისა და ყაზბეგის ქუჩებს შორის მდებარე 293 კვ.მ მშენებარე ბინის მფლობელია. ბინის ღირებულება 169 000 დოლარია, აქედან 140 000 დოლარი საქართველოს ბანკიდან აღებული ოპოთეკური სესხია.
აღნიშნული ბინის გარდა მინისტრი თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე 100 კვ.მ ფართის ბინას ფლობს. მინისტრის გასული წლის შემოსავლები კი ასე გამოიყურება:
შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – 9757.34 ლარი;
შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი- 45862.00 ლარი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – მინისტრი 11351.54 ლარი.
ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად 22 ნოემბერს დაინიშნა, ახალი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კი 29 ნოემბრით არის დათარიღებული.