(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა ლანჩხუთში სტუმრობისას თხილის ფასებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფასს სახელმწიფო არ აწესებს და ყველაფერი ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, იგი არ არის ინფორმირებული ლაშისღელეში მდებარე თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება თუ არა: _ ის კერძო კომპანიაა და მისი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, ჩაიბარებენ თუ არა ამ სეზონზე თხილს, _ თქვა ჩიტაიშვილმა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved