გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 47 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ერთი წლით სარგებლობაში უკანონოდ გადაცემის სანაცვლოთ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით, 14 000 ლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.