“საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ის სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, თანამონაწილე და თანაავტორი. მისნაირი ბრალდებულები ათასობით არიან საქართველოს ციხეებში. მე მასთან არანაირი საერთო არ მქონია და არ ვაპირებ, რომ მქონდეს. თუ პატიმარ მერაბიშვილისგან რაიმე დამჭირდებოდა ამისთვის არსებობენ გამომძიებლები. მე ვერ მექნებოდა მასთან ურთიერთობა. თუ კი მისი დაკითხვა გახდებოდა საჭირო ამას გამომძიებელი გააკეთებდა, პროცედურების დაცვით. შესაბამისად, ის, რაზეც ის საუბრობდა, სისულელეა. პრემიერმა მაშინ თქვა და მეც ვეთანხმები, ჩემი აზრითაც ამით მან სააკაშვილს შეახსენა თავი, რომ ციხეში ვზივარ და მიშველეთ!!!”
ფარცხალაძე შეეხო ლაშა ნაცვლიშვილის თემასაც.
“მე მივედი მთავარ პროკურატურაში და მივიყვანე ჩემი გუნდი, ის იყო პირველი მოადგილე. მანამდე ლაშასთან არ მიმუშავია, ასე რომ, თვითონ გამოთქვა სურვილი და ჩემი მისვლისთანავე დატოვა თანამდებობა. არანაირი სხვა მიზეზი აქ არ არის. ეს იყო და მე მას არაფერთან ვაკავშირებ, რა სისულელეა”, _აღნიშნა ყოფილმა მთვარმა პროკურორმა.