https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახდნენ თუ არა ოზურგეთელები ტრეფიკინგის მსხვერპლნი

9:01; 13.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კი, თქვენი მოვალეობაა, მაგრამ ნუ გააკეთებთ. მაინცდამაინც გაზეთში უნდა გამოაჭრელოთ? მე არ მეშინია არავის, შვილო, _ ასე დაამთავრა ჩვენთან საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრებმა მაია კეჭაყმაძემ, რომელმაც ფოტოს გადაღების საშუალება არ მოგვცა.

მაია კეჭაყმაძეს ოზურგეთელები აფიორაში ადანაშაულებენ. რამდენიმე მოქალაქის განცხადებით, ის ხალხს თურქეთში ასაქმებს. თურქეთში თვეობით გადახვეწილი ოზურგეთელები უკან ანაზღაურების გარეშე ბრუნდებიან. სამუშაო ძალიან მძიმეა, გაუსაძლისი პირობებით, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით, დღეების განმავლობაში საჭმლის გარეშე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართა: _ ჩვენ კარგი, რამდენიმე ადამიანი დავკარგავთ თანხას, მაგრამ თქვენი საშუალებით გვინდა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად თურქეთში აპირებენ წასვლას, ფრთხილად იყვნენ _ ნუ ენდობიან ქართველებსაც კი, ისინი გაგწირავენ.

იასონ ურუშაძე, 48 წლის, სოფელ ლიხაურში მცხოვრები: _აქ მონახავენ გაჭირვებულებს, ახალგაზრდებს, ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ლუკმაპურისთვის სადღაც დაკარგულში უნდა წავიდნენ, ატყუებენ, გეუბნებიან გარკვეულია სამუშაო, პასუხისმგებელი ვარო. ჩახვალ თურქეთში ამხელა გზაზე, იქ სამუშაო არ დაგხვდება. ძალიან ბევრი ადამიანია ასე მოტყუებული. სად არ მივედი, პოლიციაში მითხრეს, ეს ჩვენი საქმე არააო. თურქმა და იმ ქალმა მითხრეს, შენ იმის საშუალება არ გაქვს, რომ მოგვერიო, შენზე მეტი გავლენა მაქვს ოზურგეთშიო, _ ამბობს ურუშაძე და “გურია ნიუსს” თხოვნით მიმართავს:

_ დაგვეხმარეთ! ისეთ მძიმე სამუშაოა, ვერ უძლებენ ადამიანები. გაგვიშვეს ალუმინის საამქროში, სადაც ორ დღეში ერთხელ გვაჭმევდნენ საჭმელს. მონებივით გვექცეოდნენ. მე შვილები სტუდენტები მყავს და მათი გულისთვის ამ მძიმე დღეებს ორი თვე გავუძელი. თავდაპირველად უნდა გვემუშავა 12 საათი, ვიმუშავე. შემდეგ 15-16 საათი გვამუშავეს. იყო შემთხვევა, 20 დღე 20 საათიც მიმუშავია. ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაო იყო _ ფეხები სულ დამწვარი მაქვს. შემდეგ გამოგიძებნიან რაიმე მიზეზს _ 5 დღეში გადაგიხდით, 15 დღეში გადაგიხდით და ჭიმავენ დროს. სახლში ძლივს დავბრუნდით. მე, შეიძლება, ამით ვერაფერს ვერ მივაღწიო, ვერც თანხა მივიღო, ვერც მაგათ ვაგებინო პასუხი, მაგრამ იქნებ სხვები მაინც შეჩერდნენ და არ წამოეგონ ამ აფიორას, ცოდვაა ხალხი.

ვიყავი პოლიციის უფროსთან, ჩემი უბნის გამომძიებელთან, უშიშროების უფროსთან, ყველა ამბობს, ეგ ჩემი საქმე არაა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოსო. პოლიცია მაგათ მფარველობს _ ეს მარტო ჩემი აზრი არაა. ბოლოს ვუთხარი პოლიციას და უშიშროების უფროსს _ კარგი, ჩემი თანხა დაიკარგოს, მაგრამ გააჩერეთ ეს ხალხი და ნუ ატყუებენ სხვებს,-მეთქი. დამქირავებლებმა მითხრეს, შენ იმის თანხა არ გაქვს, სასამართლოში მიჩივლოო. ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი _ იციან, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას ფული სჭირდება. შენ სად გაქვს მაგის ფული, მაშინ თურქეთში კი არ წახვიდოდი სამუშაოდო, წამომძახეს.

“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრებ მაია კეჭაყმაძეს მიმართა. მან გვითხრა, რომ ის არაფერ შუაშია, არაფერზე პასუხს არ აგებს, თუმცა, ადასტურებს ფაქტს, რომ ადამიანებს თურქეთში ასაქმებს:

_ ვინ გითხრათ ეს ამბავი? სადაც უნდა, იქ მიჩივლოს და წავიდეს, ჩემთან ხშირად არის თურქეთის მოქალაქე სტუმრად. ადამიანები მოდიან და მთხოვენ, რომ ძალიან უჭირთ და იქნებ, დაგვასაქმოთო. სოფლიდან ძალიან ბევრი გავუშვით და მათ შორის ეს კაციც, იასონიც. მაშინ რომ გვთხოვდა და ეხვეწებოდა, თურქს, მიჭირს და დამასაქმეო, კარგი იყო?

_ ქალბატონო მაია, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ეს დასაქმება მონურ შრომას ითვალისწინებს; უფრო მეტიც _ რამდენიმე თვის კუთვნილ სარგოს არ აძლევენ. თქვენ მიიჩნევთ, რომ მათი პროტესტი უსაფუძვლოა?

_ მე რა ვქნა? დაინახეს ჩემთან მოსული უცხოელი, მოვიდნენ და მთხოვეს, გვიჭირს, იქნებ, თურქეთში გაგვიშვას სამუშაოდო, არ უნდა დავეხმაროთ? მერე მიატოვებენ სამუშაოს და გამორბიან. ვინ მისცემს ანაზღაურებას? მე რაში ვარ დამნაშავე?

_ ამ ადამიანს, რომელმაც ჩვენ მოგვმართა, როგორც თავად ამბობს, ფეხები სულ დამწვარი აქვს, მუშაობდა დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში, საჭმლის გარეშე და ანაზღაურება არ მისცეს. თქვენ ხომ გაუშვით ეს ადამიანები კონკრეტულ საწარმოში?

_ მე რა შუაში ვარ? მე გავუშვი და სხვაზე რატომ უნდა ვაგო პასუხი? თურქეთიდან, ალუმინის საამქროდან გვთხოვეს, სამი კაცი გვჭირდებაო და წავიდნენ ესენი. ის თურქი, ვისთანაც მე კონტაქტი მაქვს, ოზურგეთში, ჩემთან ძალიან ხშირადაა. ერთხელ მეზობლის ქალმა მოგვაკითხა, ბავშვი დამეკარგა თურქეთში და იქნებ, დამეხმაროთო. ვაპოვნინეთ ბავშვი. ასეთი ბევრი სიკეთე გაგვიკეთებია.

_ ქალბატონო მაია, დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციასთან “შეკრულები” ხართ, რადგან არაფერზე პასუხს არ გთხოვენ.

_ ვინაა ეგ, რას გადამეკიდა?! მაგ კაცმა სამი თვის მაგივრად ორი თვე იმუშავა და მიუტოვა კაცს საწარმო, აქეთ გვაჭამა სირცხვილი! ვინ მისცემდა ფულს? რამდენი გაჭირვებულს ვეხმარებით და უარესი გვეკუთვნის. პოლიციაში მივედი, დამიბარეს და ასე დამემუქრა იასონი, შენს შვილებს ცოცხლად გავატყავებ, ჩამოვკიდებ და ცეცხლს შევუნთებო. გავგიჟდი _ პოლიციელს ვუთხარი, შენ იქნები მოწმე, ეს რას მეუბნება,-მეთქი. დავავლე სკამს ხელი, თავს გაგიტეხავ, როგორ დამიბარეთ პოლიციაში, არ გაბედოთ აწი ჩემი დაბარება,-მეთქი. ეგენი კიდევ ბედავენ და დაძვრებიან ჟურნალისტებთან? სულ ფეხებზე მკიდია, ჩაიწერეთ მერე, სულ არ მაინტერესებს, არ ვაგებ პასუხს. არაფერი დამიშავებია, არც არაფრის და არავის არ მეშინია. კარგი საქმე გაგიკეთო, მერე მიატოვო სამუშაო და აქეთ მომდგე, ფული მომეციო? ჩემი სახლის ღობე გაამაგრა თუ აგური დამიდო? ნურას უკაცრავად, მაშინ რას მიდიოდა თურქეთში, არ იცოდა რა ელოდა წინ?

გათხოვილი ხარ? შვილები გყავს? იცოდე, ისეთი რამე არ გააკეთო, მერე გული დაგწყდეს. ამას რომ გამოაქვეყნებთ, რა შედეგი იქნება მაგით? კი, თქვენი მოვალეობაა, მაგრამ ნუ გააკეთებთ. მაინცდამაინც გაზეთში უნდა გამოაჭრელოთ? მე არ მეშინია არავის, შვილო, _ გვითხრა მაია კეჭაყმაძემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს იურისტი ია მემარნიშვილი აკეთებს: _ პირველი არ არის ეს შემთხვევა. ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცები, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო, თურქეთში მიდიან სამუშაოდ. შედეგად კი ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლის თუ შუამავლების მხრიდან მოტყუებულები, დამცირებულები და შეურაცხყოფილები ბრუნდებიან. როგორც იურისტი, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ სამართლებრივი შეფასება მივცე ამ ფაქტს, მაგრამ სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მათი შრომის ბოროტად გამოყენება. რატომ არ ინტერესდება ამ ფაქტებით სამართალდამცავი ორგანოები? და თუ ინტერესდებიან, რატომ არ აქვს მსვლელობა თუნდაც ერთ ფაქტს?

მიმაჩნია, რომ არა მარტო როგორც იურისტის, ასევე ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩემი კომპეტენცია, მსგავს ფაქტებზე ხმა ავიმაღლო, საქმის კურსში ჩავაყენო სამართალდამცავები და “გურია ნიუსის” მეშვეობით გავაკეთო გზავნილი მათი მისამართით. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს თუ სამართალდამცავ ორგანოებს, ნუ დავხუჭავთ თვალს ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის და სამართლიანობის _ იმოქმედებთ ისე, როგორც მოეთხოვება თითოეულ თქვენთაგანს და არ დაუშვებთ, დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების შრომის უფლებების დარღვევა და მათი პიროვნების შეურაცხყოფა.

ასევე, მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ფიქრობენ _ ნუ გაეხვევიან ასეთ სკანდალებში, თავიდანვე გააფორმონ ხელშეკრულებები დამსაქმებელთან და გაიარონ კონსულტაციები იურისტებთან, _ ამბობს ია მემარნიშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს არჩილ გორდელაძეს, რომელსაც დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა იასონ ურუშაძემ:

_ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ბატონ იასონს პოლიციისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.

_ ბატონო არჩილ, როგორც ვიცით, თქვენ მოგმართათ იასონ ურუშაძემ დახმარებისთვის, ასევე თქვენთან იმყოფებოდა ქალბატონი მაია კეჭაყმაძეც, რომელიც აცხადებს, რომ თქვენი თანდასწრებით, მას და ურუშაძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

_ კი, ბატონო, ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, ჰქონდათ ხმამაღალი საუბრები, მაგრამ რეაგირება იქნება მაშინ, როცა მოქალაქე ოფიციალურად მოგვმართავს დახმარებისთვის, _ გვითხრა გორდელაძემ.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის განმარტებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც პოლიციაში შემოვა, რეაგირების გარეშე არ დარჩება:

_ მერწმუნეთ, არავის არ მფარველობს პოლიცია. მოგვმართოს ამ ადამიანმა ოფიციალურად. მესმის. მძიმე და საყურადღებო ფაქტია, რომელიც ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დარჩება, _ გვითხრა ფერსაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ვაკის პარკის მწვანე საფარის განადგურებისთვის პასუხისმგებლობა უგულავას ეკისრება"

ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობაში დარღვევები აღმოჩნდა

ყველა სიახლე

სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო