“შეუსრულებელ ბიუჯეტში, ჩავარდნილ პროექტებსა და ქალაქის კრიზისულ ვითარებამდე მიყვანაში “ქართული ოცნება” და “პატრიოტები” თანაბრად არიან დამნაშავე. ამ ორ ძალას შორის შედგა გარიგება და გადანაწილდა ქონებები. ქუთაისში შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავე “პატრიოტების” იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი გოჩა თევდორაძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი არიან,” _ განაცხადა გია გოქაძემ.
“ნაციონალი” დეპუტატის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. თამაზ მარგველაშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისია მუშაობას მას შემდეგ განაგრძობს, რაც წევრთა რაოდენობა ისევ 7-ს გაუტოლდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი საკრებულოს საკონკურსო საატეტსტაციო კომისია პროტესტის ნიშნად 5-მა წევრმა დატოვა, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძემაც.