ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრეს ეს დიაგნოზი თბილისში დაუდგინეს. ალექსანდრეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება და ეს ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 90 000 ევრო ჯდება.
როგორც ალექსანდრეს დედა თეონა ბოლქვაძე აცხადებს, 2 თვის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.
“ალექსანდრე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ახლახანს თბილისში გვყავდა ექიმთან და გვითხრეს ცეროზი აქვსო და ღვიძლის გადანერგვა სჭირდებაო. არ ვიცით რა გავაკეთოთ, ამხელა თანხა საიდან მოვიტანოთ. თბილისში გვითხრეს, რომ თურქეთში არსებობს კარგი კლინიკა, სადაც შევძლებთ ღვიძლის გადანერგვას. გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, რომ შვილის სიცოცხლე გადამირჩინოთ, მე მეტი გამოსავალი არ მაქვს მხოლოდ ხალხის იმედიღა დამრჩა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯიხაძის დედამ თეონა ბოლქვაძემ.
2 თვის ბავშვის საბანკო ანგარიშის ნომერია: საქართველოს ბანკი GE52BG0000000781650900