შს სამინისტრომ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტების საგრძნობი მატებაა, იმატა ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ ექსპორტმა, ასევე გაიზარდა სატრანზიტო მოძრაობის რაოდენობა. ამასთან, რუსეთის ფედერაციაში გამსვლელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ფედერაციის ვიზების გაცემა გამარტივდა.
აღნიშნული პროცედურები გაკეთდა იმისთვის, რომ ვიზიტორების მოსალდონელი მატების პირობებში დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საქართველოში შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს მგზავრობისას გაუმარტვივდეთ გადაადგილება.