გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა, გადასაადგილებლად გარკვეული ტიპის შეზღუდვები წესდება. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და მსუბუქი ავტომანქანებისთვის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული, ხოლო მაღალი გამავლობის ორი ან მეტხიდიანი ავტომობილებისთვის თავისუფლად გადაადგილება ნებადართულია.
რეგიონული განვითარების სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, გზების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასწევს გზის გამწმენდ სამუშაოებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, გზის რამდენიმე მონაკვეთზე ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებია, თუმცა, მიმდინარეობს თოვლის ინტენსიური წმენდა, “მე და ჩემი მოადგილეები, ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ვაგრძელებთ გზების მონიტორინგს იმისათვის, რომ მუდმივად გვქონდეს სწორი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.