“ფაქტი, რომელიც განაცხადა ჯოლოხავამ, რომ ის დაბარებული იქნა წულუკიანის და კბილაშვილის მიერ, აღიარა ირმა ინაშვილმაც. რა ესაქმებოდათ პოტენციურ მოწმესთან იუსტიციის მინისტრს და იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, საზოგადოებამ განსაჯოს. ეს ინაშვილის აღიარების შემდეგ არის იმის დამადასტურებელი, რომ ბინძურ პროპაგანდისტულ მანქანაში, რასაც ინაშვილის გადაცემა აგვირგვინებდა, ჩართულია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა”.
საყვარელიძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა იყვნენ ქვეყანაში სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.