“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს დაიწყო გამოძიება მოწმე გოდერძი ჯოლოხავაზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით.
გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ბოლო დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებში გასული ინფორმაცია, ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას მიმართ სხვადასხვა პირების მხრიდან ცრუ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.
ამჟამად საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მთავარი პროკურატურის მიერ მოწმეებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად იქნება აღკვეთილი,” _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.