როგორც ირაკლი კორძაიამ “გურია ნიუსს” უთხრა, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.
“პოსტებზე განმარტებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ჩემი „ფეისბუკის“ სივრცეში რას დავწერ, ეს ჩემი საქმეა. არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას,“ _ აცხადებს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს კორძაიამ საკუთარი “ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა:
“ახლოვდება ერთი წელი რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის მითქვამს, რომ ამ სამსახურში სწორედ ერთი წლით მოვედი. სიტყვა სიტყვაა. ჰოდა სიტყვის კაცი ვარ მე”.