პროექტის დასაფინანსებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე მიმართა. საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა გასულ კვირას დააკმაყოფილა. პირველ ეტაპზე თანხა ქალაქ ბოლნისის 6 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყო. მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტს დამატებით 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც დაფინანსდება.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლნისის ცენტრალურ სტადიონსაც ჩაუტარდება. აღნიშნული პროექტები ჯამში 1 598 560 ლარით დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.