პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროექტების შემუშავებას მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები ახდენენ, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია განიხილავს, მათი დაფინანსება კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოყოფილი თანხა მთლიანად მოხმარდება სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება სოფლებში: ახალი სამგორი, ნორიო, მარტყოფი, ახალსოფელი, ყარაჯალარი, ლემშვანიერას ზედა და ქვედა უბანი, ლელაშხა, გამარჯვება, საცხენისი, ნაგები, ყარათაკლია, თბილწყაროს დასახლება, კალინინო, კრწანისი, ახალწყალი, ქვემო თელეთი და ჯანდარა.
წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 18 პროექტი დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.